25 ნოემბერი 2024,   06:57
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი და მისი ადმინისტრაცია მიზანმიმართულად ცდილობენ არჩევნებისა და ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგიტიმაციას - გურამ მაჭარაშვილი

ოთხი თვე საპარლამენტო არჩევნებამდე - საარჩევნო ადმინისტრაცია უწყების დისკრედიტაციის მცდელობის შესახებ საუბრობს.

გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, გრძელდება ცესკოს სახელისუფლებო პარტიასთან დაკავშირების კამპანია. ამის ბოლო მაგალითად, საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან გაკეთებული განცხადებები მოჰყავთ.

სალომე ზურაბიშვილის მორიგ ვეტოზე საუბრისას, მისმა საპარლამენტო მდივანმა განაცხადა, რომ, ცვლილებების შედეგად, ცესკო ერთპარტიული ხდება. ამის პასუხად, საარჩევნო ადმინისტრაცია განმარტავს, რომ გადაწყვეტილებები კომისიურად მიიღება, სადაც მმართველ პარტიას ჰყავს ერთი წევრი, ხოლო დანარჩენი 8, წარმოადგენს სხვადასხვა პოლიტიკურ გაერთიანებას.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი და მისი ადმინისტრაცია მიზანმიმართულად ცდილობენ არჩევნებისა და ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგიტიმაციას:

"ვიხილეთ პრეზიდენტის წარმომადგენელი, რომელსაც ჰქონდა ნული არგუმენტები, კითხვებზე კი საერთოდ არ ჰქონდა პასუხები, მაგალითად, რატომ უჭერდა მხარს იმას, რომ მხოლოდ ორი მესამედი უნდა ყოფილიყო კვორუმი გადაწყვეტილების მისაღებად ცესკოში და რატომ იყო, მაგალითად, არალეგიტიმური, უბრალო უმრავლესობა, რომელიც დემოკრატიის უმთავრესი ნაწილია.

სამაგიეროდ, საზოგადოებამ იხილა, რომ ზურაბიშვილს უკვე დაწყებული აქვს მის ოპოზიციასთან ერთად ფიქრი, ოთხი თვით ადრე ცესკოსა და არჩევნების დელეგიტიმაციასთან დაკავშირებით. ცხრა პარტიის წარმომადგენლიდან, მმართველ პარტიას მხოლოდ ერთი ადგილი აქვს, დანარჩენი რვა ოპოზიციის სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელია. 17 წარმომადგენლიდან, როდესაც ერთი წარმომადგენელი ჰყავს მმართველ პარტიას, როგორ არის 16 სხვა აზროვნების ადამიანი, ერთი აზროვნების ადამიანზე უფრო ნაკლები,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილი.

 

დღის ამბები