Tbilisi Open Air-ი სტარტს დღეიდან იღებს. მუსიკალურ ფესტივალში წელს ისეთი ვარსკვლავები მონაწილეობენ, როგორებიც არიან "აურორა", "თაიგერ ლილისი" და "ემ-აი-ეი".
დღის განმავლობაში, სცენებს ქართველი შემსრულებლები დაიკავებენ.
გარდა ამისა, საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრებისთვის გამოყოფილია ცალკე სცენა. ფესტივალი სამი დღე გაგრძელდება.