25 ნოემბერი 2024,   07:03
ვრცლად
საჭიროა პრაგმატული მიდგომის გამოვლენა საქართველოსთან მიმართებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ურთიერთობების გაჯანსაღება ევროკავშირსა და საქართველოს შორის - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან პრაგმატულ მიდგომებს ელოდებიან, რათა უზრუნველყოფილი იყოს ურთიერთობების გაჯანსაღება ევროკავშირსა და საქართველოს შორის.

კობახიძის განმარტებით, დასავლეთის მხრიდან იყო ჭარბი განცხადებები გარკვეულ ზომებთან დაკავშირებით, თუმცა ასეთი ნაბიჯები კონტრპროდუქტიული იქნებოდა და ეს ყველას კარგად აქვს გააზრებული.

"ჩვენ ველოდებით, რომ ევროკავშირის სტრუქტურების მხრიდან იქნება პრაგმატული ნაბიჯები გადადგმული. საბოლოო ჯამში, თქვენ ყველამ ნახეთ, რომ ვერც ერთი არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი კანონის წინააღმდეგ. ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ საჯარო დისკუსია ჩვენს პარტნიორებს, თუმცა ყოველ ჯერზე მივიღეთ უარი. საბოლოო ჯმაში, ყველამ დაინახა, რომ კრიტიკას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა. ასეთ ფონზე, საჭიროა პრაგმატული მიდგომის გამოვლენა საქართველოსთან მიმართებით იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ურთიერთობების გაჯანსაღება ევროკავშირსა და საქართველოს შორის. იყო ჭარბი განცხადებები გარკვეულ ზომებთან დაკავშირებით, თუმცა, რეალურად ასეთი ნაბიჯები იქნებოდა კონტრპროდუქტიული, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს ყველას კარგად აქვს გააზრებული", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები