25 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი არის ევროკავშირში გაწევრიანება, თანმიმდევრულად ვივლით წინ და 2030 წლისთვის საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი - ირაკლი კობახიძე

გერმანიაში ქართული ამბასადორიალის გამართვასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა. როგორც ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ევროკავშირში აკრედიტებულ საქართველოს ელჩებთან საუბარი შედგა ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ვითარდება ქვეყანაში და მის მის ფარგლებს გარეთ.

"შევხვდით საქართველოს ელჩებს ევროკავშირის ქვეყნებში, ევროკავშირში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. გვქონდა საუბარი ყველა საკითხთან დაკავშირებით, რაც არის აქტუალური დღევანდელ დღეს, იმ პროცესებზე, რომელიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის გარშემო. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ელჩის ჩართულობა იმ საერთო საქმეში, რაც დაკავშირებულია ქვეყნის პოზიციების წარმოჩენასთან საერთაშორისო დონეზე და ბუნებრივია, გვქონდა საუბარი ყველა შესაბამის თემასთან დაკავშირებით.

ჩვენი პრიორიტეტები, ზოგადად, ყველასთვის არის ცნობილი. ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი არის ევროკავშირში გაწევრიანება, ამ მიმართულებით მუდმივი პროგრესის მიღწევა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე არის გარკვეული სირთულეები, ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ თანმიმდევრულად ვივლით წინ და 2030 წლისთვის საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ძირითადი ხაზი არის აბსოლუტურად ნათელი და ცხადი. თუმცა არის ბევრი ნიუანსი, რასთან დაკავშირებითაც გვჭირდებოდა დღეს მოსაზრებების გაცვლა, გვქონდა საინტერესო დისკუსია ელჩებთან ერთად და ვიმსჯელეთ ყველა იმ სამომავლო ნაბიჯზე, რომელიც უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები