"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს "აუტისტად" მოიხსენიებს განმარტებას აკეთებს.
ვაშაძე ბოდიშს იხდის და აცხადებს, რომ ესმის, "საჯარო პირებს გაცილებით მეტი მოეთხოვებათ".
"გუშინ "ტვ პირველზე", ერთ-ერთ გადაცემაში სამედიცინო ტერმინი გამოვიყენე პოლიტიკური ოპონენტის ქცევის შეფასებისას. სამწუხაროდ, ჩემი თაობის ადამიანებს და არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, ბავშვობიდან ჩვევაში გვაქვს გამჯდარი ასეთი ტერმინების გამოყენება სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში, რაც შესაცვლელია და იცვლება კიდეც ახალ თაობებში. ისიც მესმის, რომ საჯარო პირებს გაცილებით მეტი მოგვეთხოვება ამ მხრივ.
რა თქმა უნდა, იქვე, გადაცემაშივე, განვმარტე, რომ ჩემი მიზანი არ ყოფილა აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების დამცირება ან მათი შეურაცხყოფა. ბოდიშს ვუხდი მათ და ყველა მათ ოჯახის წევრს," - წერს გიორგი ვაშაძე.