გერმანიაში ქართული ამბასადორიალი იმართება. ევროკავშირში აკრედიტებული საქართველოს ელჩები ბერლინში შეიკრიბნენ. ბერლინში იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრიც, რომელიც გერმანიაში, პარალელურად, საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრობს.
ირაკლი კობახიძემ ქართველი დიპლომატების შეკრება რამდენიმე მიზეზის გამო გადაწყვიტა. კონკრეტული დავალებების გარდა, მთავრობის მეთაურმა მათ ის ნაბიჯებიც გააცნო, რომელსაც ხელისუფლება ევროკავშირის წევრობისთვის დგამს. ევროკავშირის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანაში ამბასადორიალის გამართვა ერთგვარი სიმბოლური სიგნალია ბრიუსელისთვისაც.
კურსი უცვლელია, საქართველოს პრიორიტეტი ევროინტეგრაციაა. ამბასადორიალს ესწრება შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩიც.
სავარაუდოდ, დავით ზალკალიანიც კონკრეტულ დავალებებს მიიღებს, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს და გაღრმავდეს ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორთან.