25 ნოემბერი 2024,   06:57
ვრცლად
რა კონტექსტში გამოიყენა სიტყვა "აუტისტი" გიორგი ვაშაძემ - არის თუ არა დისკრიმინაციული ოპოზიციონერის განცხადებები და რა შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში

რა კონტექსტში გამოიყენა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სიტყვა "აუტისტი" - "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ერთ-ერთ ტელეეთერში გაკეთებული განცხადების გამო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. გიორგი ვაშაძემ პრემიერ-მინისტრს აუტისტი უწოდა და თქვა, რომ მისი ხალხთან კონტაქტი რთულად წარმოსადგენია.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა დისკრიმინაციული განცხადება გააკეთა და აუტისტური სპექტრი დამაკნინებელ კონტექსტში მოიხსენია. რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ გიორგი ვაშაძემ მისივე ნათქვამზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ან მინიმუმ ბოდიში მოიხადოს.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა აუტისტური სპექტრის პრობლემა დამაკნინებელ კონტექსტში ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ყოფნის დროს ახსენა. მას შემდეგ ის მედიასთან ჯერ არ გამოჩენილა.

"სტრატეგია აღმაშენებელში" ამბობენ, რომ ვაშაძე საქართველოში არ იმყოფება და მომხდარზე საუბარს თავი აარიდეს, ისევე როგორც "სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკურმა პარტნიორებმა "ნაციონალურმა მოძრაობიდან."

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერისგან ბოდიშის მოლოდინი აქვთ მისივე კოლეგებს. ოპოზიციის უმრავლესობა ვაშაძეს გამონათქვამს უწუნებს და ფიქრობს, რომ ნებისმიერი სახის სტიგმატიზაცია მიუღებელია.

დისკრიმინაციული მიდგომა და საკუთარი პოლიტიკური ხედვის ლუსტრაცია - ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია. საპარლამენტო უმრავლესობაში ვაშაძის მხრიდან დამაკნინებელი გამონათქვამები არ უკვირთ და წარსულში მის მიერ გაკეთებულ სხვა განცხადებებს იხსენებენ.

განცხადებას ავრცელებს სახალხო დამცველიც. ლევან იოსელიანის შეფასებით, შემაშფოთებელია პოლიტიკოსებისა და საზოგადოების ცნობილი სახეების მხრიდან სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები, რომლებიც უფრო ამძლავრებს არსებულ სტერეოტიპებს და ხელს უწყობს არასწორი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას. სახალხო დამცველი ყველას მოუწოდებს თავი შეიკავონ დისკრიმინაციის შემცველი დამოკიდებულების გამომხატველი განცხადებებისგან.

 

 

დღის ამბები