25 ნოემბერი 2024,   07:07
ვრცლად
მაღალმთიან აჭარაში გაზიფიცირების პროცესი მიმდინარეობს

მაღალმთიან აჭარაში, ადგილობრივებს თხევადი გაზის შესაძენად ათობით კილომეტრის გავლა აღარ მოუწევთ. სოფლების სრული გაზიფიცირება უკვე დაწყებულია და ეტაპობრივად მოხდება. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფელი მალე ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილი იქნება.

უწყვეტი გაზმომარაგება იქნება ქედის მუნიციპალიტეტის ექვს დასახლებულ პუნქტშიც. დაბა ხულოსა და დაბა შუახევში, სოფლების დაქსელვის და გაზსადენი მილის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

მაღალმთიან აჭარაში გაზგამანაწილებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობა ხულო - გოდერძის 13 კმ მონაკვეთს მოიცავს , პროექტის დასრულების შემდეგ, გაზმომარაგებით 12 ათასი მოქალაქე ისარგებლებს . სამუშოებს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახორციელებს .

აჭარაში გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამა 2018 წლიდან ხორციელდება. ამ დროისათვის, რეგიონში ბუნებრივ აირზე წვდომა მოსახლეობის 80%-ზე მეტს აქვს.

ბოლო 11 წელში, ბუნებრივი აირი ხელმისაწვდომი გახდა ისეთი დასახლებული პუნქტებისთვის, რომლებიც გაზიფიცირებული არ იყო. დასრულდა ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 58 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებაც. სამუშაოები მიმდინარეობს 4 რეგიონის, 9 მუნიციპალიტეტის, 40-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში. 2025 წლისთვის ქვეყნის გაზიფიცირების დონე 93% -ს მიაღწევს.

დღის ამბები