გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 20 ივნისს, უახლოეს საათებში თბილისში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება.
“უახლოეს საათებში თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. (საფრთხის დონე საშუალო)“ - წერია გარემოს სააგენტოს გავრცელებულ განცხადებაში.