ბათუმი დასაქმების ფორუმს მასპინძლობს. დასაქმების მაძიებლებს საშუალება აქვთ, ამ ფორუმზე პოტენციურ დამსაქმებლებს შეხვდნენ, პირისპირ გაესაუბრონ და შეარჩიონ მათთვის სასურველი ვაკანსია.
ფორუმზე 75 კომპანიაა წარმოდგენილი, რომელთაც ჯამში ორი ათასზე მეტი ვაკანსია აქვთ. ვაკანტური ადგილების ძირითადი სეგმენტი სტუმარ-მასპინძლობის სფეროა.
ფორუმი, “დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს“ და აჭარის დასაქმების სააგენტოს ერთობლივი პროექტია.