25 ნოემბერი 2024,   06:51
ვრცლად
ნებისმიერი თავდასხმა შვილებზე, ცოლებზე, დედებზე თუ მამებზე აბსოლუტურად ამორალური და მიუღებელია - კითხვები უნდა დაისვას მის მიმართ, ვინც კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე აიღო პასუხისმგებლობა - ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველმა, "ღამის კურიერში", "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა.

მისი განცხადებით, კანონის მიღების მიზნის მიღწევა შესაძლებელი იყო ისეთი ფორმითაც, რომელიც საზოგადოებაში განხეთქილებას არ გამოიწვევდა.

"ხელი მოაწერა 100-ზე მეტმა ორგანიზაციამ, რომლებიც ჩვენთან არსებობს - ეთნიკური უმცირესობების საბჭო, რელიგიური უმცირესობების საბჭო... ამ საბჭოების წერების პოზიცია არის თუნდაც ის, რომ ამ კანონის დასახელება მათთვის იყო და რჩება მიუღებლად და ითხოვდნენ, რომ ეს პოზიცია ყოფილიყო გაზიარებული.

დღემდე მიგვაჩნია, რომ იმ მიზნის მიღწევა, რომელიც ჰქონდა კანონმდებელს - გამჭვირვალე და მეტი კონტროლი ყოფილიყო ფულად შემოდინებაზე, რომელიც აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელი იყო სხვა გზითაც, რომელიც არ გამოიწვევდა დაპირისპირებას, საზოგადოების გახლეჩას. ამ ყველაფერს მოჰყვა ბულინგი. სამწუხაროდ, ოჯახის წევრებზე გადადის ეს ყველაფერი, მათ შორის, ბავშვებზე გადადის ეს ყველაფერი. ბავშვების მიმართ იქნა გამოყენებული პოლიტიკური ტიპის თავდასხმები, სადაც ბავშვები ფიგურირებდნენ.

მინდა, მოვუწოდო ყველას, რომ პოლიტიკოსების არიან პასუხისმგებლები თავიანთ გადაწყვეტილებებზე და მათი ოჯახის არცერთი წევრი არ არის პასუხისმგებელი ამ პროცესზე. ამიტომ ნებისმიერი თავდასხმა შვილებზე, ცოლებზე, დედებზე თუ მამებზე აბსოლუტურად ამორალური და მიუღებელია. ვინც აიღო პასუხისმგებლობა კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, მის მიმართ უნდა დაისვას კითხვები, მათ მიმართ უნდა იქნას გამოყენებული პროტესტის ნებისმიერი ლეგიტიმური ფორმა და არა ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც შეიძლება არ იზიარებდნენ მის შეხედულებებს", - განაცხადა ლევან იოსელიანმა გადაცემა "ღამის კურიერთან" საუბრის დროს.

დღის ამბები