ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, დეპუტატმა ლევან კობიაშვილმა, ქართველ ქომაგებს, რომლებიც გერმანიაში იყვნენ წასულები და ასევე იმათ, ვინც საქართველოდან გულშემატკივრობდა ნაკრებს, მადლობა გადაუხადა იმ შემართებისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც გუნდის მიმართ გამოხატეს.
როგორც ლევან კობიაშვილმა "ღამის კურიერის ეთერში" განმარტა, საქართველოს ნაკრებისთვის კიდევ ბევრი საამაყო და სასიხარულო დღე იქნება.
"მინდა, თითოეულ ადამიანს, რომელიც დორტმუნდში იყო, მადლობა ვუთხრა, რადგან წარმოუდგენელი რამ გააკეთეს და ყველაზე ბედნიერები ვართ, რომ ამ გარემოშიც ჩვენი, ქართული შეძახილები გვესმოდა, ჩვენი დროშა იყო აწეული და ეს იყო ძალიან ამაყი გრძნობა. ამისთვის ძალიან ბედნიერები ვართ და თითოეულ მათგანს, მინდა, მადლობა გადავუხადო. ასევე, ვნახე კადრები, თუ რა ხდებოდა მიხეილ მესხის სტადიონზე და არა მარტო იქ, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით და ამ განწყობისთვის თითოეულ ადამიანს მინდა მადლობა ვუთხრა. იამაყონ ამ გუნდით და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრი ასეთი დღე გვექნება, ბევრი სიხარული გვექნება და გამარჯვებები მნიშვნელოვანია", - განაცხადა კობიაშვილმა.