ევროპის ჩემპიონატზე დებიუტის შემდეგ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მეორე მატჩისთვის ემზადება.
ჩვენი გუნდი 22 ივნისს, ჩეხეთს, ჰამბურგში დაუპირისპირდება.
დაძაბული პირველი შეხვედრის შემდეგ, ვილი სანიოლის გაწვრთნილი ნაკრები ერთ საათში, ფელბერტის ბაზაზე ივარჯიშებს. ცოტა ხნით, პროცესი მედიისთვისაც ღია იქნება.