25 ნოემბერი 2024,   06:52
ვრცლად
რუსეთის მოქალაქეების მხოლოდ 39%-ს უთხრეს უარი შეერთებული შტატების ვიზაზე და საქართველოს საზოგადოების ყოველ მეორე მოქალაქეს, ჩვენ გვინდა პარტნიორული ურთიერთობა და არა ასეთი ვასალური დამოკიდებულება - გურამ მაჭარაშვილი

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ვიზებზე უარის თქმის სტატისტიკა გამოაქვეყნა. საქართველო 172-ე ადგილზეა.

საპარლამენტო უმრავლესობა სვამს კითხვას, რატომ ეუბნებიან უარს შტატების ვიზის განაცხადზე საქართველოს ყოველ მეორე მოქალაქეს და ჯდება თუ არა ეს სტრატეგიული პარტნიორობაში:

"როდესაც გვიმტკიცებდნენ რომ რუსეთი ჰყავდათ სანქციების ქვეშ და საქართველოს საზოგადოების გვერდით იდგნენ შეერთებული შტატები და ევროკავშირის ქვეყნები, მათივე კვლევებით აღმოჩნდა, რომ სავიზო მიმართულებით რუსეთის ფედერაცია და ბევრი ის ქვეყანა, რომელთან ურთიერთობასაც გვსაყვედურობენ, ჩვენზე წინ აღმოჩნდა. ანუ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მხოლოდ 39%-ს უთხრეს უარი შეერთებული შტატების ვიზაზე და საქართველოს საზოგადოების ყოველი მეორე მოქალაქე დაასანქცირეს და უარი უთხრეს ვიზაზე. ჩვენ გვინდა პარტნიორული ურთიერთობა და არა ასეთი ვასალური დამოკიდებულება. როდესაც მეუბნები რომ რუსეთი მტერია, შენთან მინდა მეგობრობა და აღმოჩნდება რომ ეს მტერი ჩემზე წინ დგას, ამ დროს მიმტკიცებ მეგობრობას," - საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები