25 ნოემბერი 2024,   07:04
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში, დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას საქმეზე პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოშ, დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე მტკიცებულების დაზიანების საქმე განიხილება. სამედიცინო ექსპერტს პროკურატურა დნმ მტკიცებულების დაზიანებას ედავება, რამაც გამოძიების პროცესს ხელი შეუშალა.

ექსპერტი ბრალს არ აღიარებს. ოჯახის მოთხოვნით და პროკურატურის შუამდგომლობით, საექსპერტო ნიმუშები ჰააგაში გაიგზავნა. დღევანდელ სხდომაზე მოწმის სახით საექსპერტო ბიუროს რამდენიმე თანამშრომელი იკითხება.

"აუცილებლად უნდა დაისაჯოს მკაცრად, მთელი კანონის სიმკაცრით. მჯერა, რომ სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას გამოიტანს მოწმეების დაკითხვის შემდგომ და პირი, რომელმაც ვერ შეასრულა თავისი მოვალეობები, დაისჯება და მოხვდება ციხეში," - განაცხადა ანი იანუშაიტეტეს დედამ, ნატო ხუტაშვილმა.  

12 წლის ანა იანუშაიტიტეს ცხედარი პეტრიწის ქუჩაზე 2023 წლის მარტში იპოვეს.

 

 

დღის ამბები