25 ნოემბერი 2024,   06:26
ვრცლად
გასულ კვირას უკრაინის პარტნიორებმა მილიარდ დოლარზე მეტი გამოყვეს ქვეყნის ენერგეტიკის სექტორისთვის - უკრაინის პრემიერი

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ გასულ კვირას უკრაინის პარტნიორებმა მილიარდ დოლარზე მეტი გამოყვეს ქვეყნის ენერგეტიკის სექტორისთვის.

“გვაქვს სოლიდარობის არაერთი ინიციატივა პარტნიორებისგან. გასულ კვირას ჩვენი ენერგეტიკული სისტემისთვის მხარდაჭერის მთლიანმა გამოცხადებულმა პაკეტმა მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა,“ - აღნიშნა უკრაინის მთავრობის მეთაურმა.

შმიგალის თქმით, აშშ ენერგეტიკული სფეროსთვის 500 მილიონი დოლარის დამატებით დახმარებას უგზავნის უკრაინას USAID-ის მეშვეობით და კიდევ 324 მილიონ დოლარს ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად.

დღის ამბები