25 ნოემბერი 2024,   07:01
ვრცლად
ისრაელში მთავრობის შეცვლის მოთხოვნით ათასობით ადამიანი შეიკრიბა

ისრაელში, ქნესეთის შენობასთან მთავრობის შეცვლის მოთხოვნით ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ინფორმაციას ამის შესახებ “როიტერი“ ავრცელებს.

მოქალაქეებმა ახალი მთავრობის დანიშვნა და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომა მოითხოვეს.

“მძევლები რვა თვეზე მეტია, ღაზის სექტორში იმყოფებიან და ჩვენ, ფაქტობრივად, არაფერს ვაკეთებთ მათ დასაბრუნებლად“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მომიტინგეები აკრიტიკებენ ნეთანიაჰუს გადაწყვეტილებებს “ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლაში.

დღის ამბები