25 ნოემბერი 2024,   07:05
ვრცლად
ჩინეთის მხარდაჭერა უკრაინაში რუსეთის ომის ძალისხმევისადმი უნდა შეწყდეს - ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთის მხარდაჭერა უკრაინაში რუსეთის ომის ძალისხმევისადმი უნდა შეწყდეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.

“ამ დახმარებამ რუსეთს საშუალება მისცა, შეენარჩუნებინა ეს სამხედრო-სამრეწველო ბაზა, შეენარჩუნებინა ომის მანქანა, შეენარჩუნებინა ომი. ასე რომ, ეს უნდა შეწყდეს,“ - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

მანამდე იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჩინეთმა უკრაინის ომში რუსეთის მხარდაჭერისთვის პასუხი უნდა აგოს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა განმარტა, რომ პეკინი მოსკოვის დახმარების პარალელურად, ცდილობს ევროპასთან ნორმალური ურთიერთობა შეინარჩუნოს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში შეუძლებელი იქნება.

დღის ამბები