25 ნოემბერი 2024,   06:14
ვრცლად
კავკასიელი მაგი, გენიალური 10 ნომერი, ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დავით ყიფიანი დღეს 73 წლის გახდებოდა

18 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები არსებობის ისტორიაში თვის პირველ მატჩს მართავს ევროპის ჩემპიონატზე, ეს თარიღი კიდევ ერთ რამით არის გამორჩეული და სიმბოლური ქართული ფეხბურთისთვის, რადგან ამ დღეს მოევლინა ქვეყანას კავკასიელი მაგი, გენიალური 10 ნომერი, ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დავით ყიფიანი.

დავით ყიფიანის ტალანტი და გენიალური თამაში ევროპის სტადიონებს კარგად ახსოვთ, ვირტუოზი ფეხბურთელი 1976 წელს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, ხოლო 81-ში ევროპის ნაკრების შემადგენლობაში ჩეხოსლოვაკიის წინააღმდეგ ითამაშა. ამავე წელს თბილისი დინამოს შემადგენლობაში მოიგო ევროპის თასების მფლობელთა თასი.

ცნობილმა ესპანელი ჟურნალისტმა მარიანო ხესუს კამაჩომ დავით ყიფიანს კავკასიელი მაგი შეარქვა. “ევროპულ მოედნებზე შემდეგშიც ისე თამაშობდა, რომ წლები გავიდა, მაგრამ ამ მოგონებებით ლეგენდებში გადაბარგდა“-წერს ჟურნალისტი.

დღეს დავით ყიფიანს 73 წელი შეუსრულდებოდა.

დღის ამბები