საქართველოს ეროვნული ნაკრები არსებობის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე თავის პირველ მატჩს თურქეთის წინააღმდეგ მართავს. “ჯვაროსნები“ თურქეთის ნაკრებს დორტმუნდში, “სიგნალ იდუნა პარკზე“ ეთამაშებიან.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, წიტაიშვილი, ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე, კვარაცხელია.
თურქეთის შემდეგ ტურნირზე ჩვენი ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება, რომელსაც საქართველო 22 ივნისს შეხვდება. ჯგუფური ეტაპის ფინალურ შეხვედრას კი ჩვენი გუნდი 26 ივნისს, პორტუგალიასთან გამართავს.