25 ნოემბერი 2024,   07:02
ვრცლად
ისტორიული მატჩისთვის “რუსთავი 2“ საგანგებოდ მოემზადა - დამონტაჟდა ეკრანი, სადაც თანამშრომლები ჯვაროსნებს ერთად ქომაგობენ

ისტორიული მატჩისთვის “რუსთავი 2“ საგანგებოდ მოემზადა. სამაუწყებლო კომპანიის ეზოში სპეციალური ფანზონაა მოწყობილი, ტელეკომპანიის შენობა კი, დილიდან საქართველოს ეროვნული დროშებითაა მორთული.

დამონტაჟდა ეკრანიც, სადაც თანამშრომლები ჯვაროსნებს ერთად ქომაგობენ. ტელევიზიის მენეჯმენტმა “რუსთავი 2-ის“ დაბადების დღეზე თანამშრომლებს ევროპის ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთებიც აჩუქა.

შესაბამისად, “რუსთავი 2-ის“ თანამშრომლების ნაწილი ეროვნულ ნაკრებს ახლა დორტმუნდის ტრიბუნებიდან ამხნევებს.

დღის ამბები