დორტმუნდის მსგავსად, თბილისის სტადიონიც სავსეა. იმ განსხვავებით რომ ფეხბურთელები მოედანზე არ არიან.
“ვინც გერმანიაში ვერ წავედით“ - მთელი საქართველო ეკრანებზეა მიჯაჭვული, მათ შორის მიხეილ მესხის სტადიონზე, სადაც 6 უდიდესი მონიტორია დამონტაჟებული.
15 000 გულშემატკივარი ახლა ერთად ადევნებს თვალყურს საქართველო-თურქეთის თამაშს.
დორტმუნდისგან განსხვავებით, თბილისში მშვენიერი საფეხბურთო ამინდია. ქართველ გმირებს დედაქალაქიდან ქომაგობს სავსე სტადიონი, სადაც მატჩის წინ კონცერტიც გაიმართა. შეძახილები ტრიბუნებიდან არც ერთი წუთი არ წყდება.