“დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიის და ტელეხელოვნების კოლეჯში პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
პროფესიული უნარების სააგენტოს და USAID-ის პროგრამის კურსდამთავრებულებმა ფინალური ნამუშევრები წარადგინეს. პროექტის ფარგლებში სტუდენტებმა შეისწავლეს: ხმის რეჟისურა, განათების ტექნიკა, კონტენტის შექმნა და სარეკლამო ფოტოგრაფია.