25 ნოემბერი 2024,   06:58
ვრცლად
პარტია “ლელო“ წყლის ავარიული გამორთვების გამო GWP-ის, სემეკს და თბილისის მერიას აკრიტიკებს - რას პასუხობენ მმართველ გუნდში

პარტია “ლელო“ წყლის ავარიული გამორთვების გამო GWP-ის, სემეკს და თბილისის მერიას აკრიტიკებს. როგორც გამართულ ბრიფინგზე საბა ბუაძემ განაცხადა, 2021 წელს წყლის ტარიფი გაიზარდა, თუმცა არ მოწესრიგებულა ინფრასტრუქტურა.

“2021 წელს გაიზარდა წყალმომარაგების ტარიფი, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ხარისხი გაუმჯობესებულიყო, ჩვენ სისტემატურად ვღებულობთ ისეთ ავარიულ გამორთვებს, რომელთა ჯამური რაოდენობა შეადგენს წლის განმავლობაში 10-დან 15 დღემდე. 500 საათამდე არის ჯამური რაოდენობა ავარიული გამართვების, რაც არის კატასტროფული მაჩვენებელი,“ - აცხადებს საბა ბუაძე.

საპასუხო კომენტარი გააკეთეს “ქართულ ოცნებაში“. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ შექმნილი პრობლემა აღმოიფხვრას.

“არსებობს ტექნიკური პრობლემა, ეს უნდა გადაიჭრას და სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ არა მარტო თბილისში, არამედ საქართველოს მასშტაბით უამრავ, გაუწყლოებულ ადგილას ყოფილიყო წყალმომარაგება 24 საათიანი. ამასაც რომ დაინახავ და შემდეგ შეცდომაზე მიუთითებ ან შენიშვნას გასცემ გარკვეულ ტექნიკურ პრობლემასთან დაკავშირებით, რასაკვირველია, სამართლიანი იქნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკურად ანგაჟირებულია განცხადება,“ - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

დღის ამბები