საქართველო ევროპაზე - ზუსტად ორი საათი რჩება ისტორიულ მატჩამდე - ეროვნული ნაკრები სადებიუტო შეხვედრას თურქეთთან გამართავს.
10 000-ზე მეტი გულშემატკივარი უკვე დორტმუნდშია, მილიონობით გულშემატკივარი კი ეკრანებთან მივადევნებთ თვალს, როგორ აჟღერდება ისტორიაში პირველად ევროპის კონტინენტის პირველობაზე ჩვენი ქვეყნის ჰიმნი. “BVB არენაზე“ უკვე იკრიბებიან, სტადიონთან ქართველი ქომაგები მსვლელობით მივიდნენ - ისინი დილიდან ამხნევებენ ნაკრებს.
ავტორი: ლაშა დვალიშვილი