მატჩის დაწყებამდე განსაკუთრებული განწყობა იგრძნობა დედაქალაქის ქუჩებში - ნაკრების მაისურებით, საქართველოს დროშებით გულშემატკივარი სხვადასხვა ადგილას მიემართება, რათა ჩვენი გუნდის თურქეთთან დაპირისპირებას თვალი ადევნოს. სულ მცირე ჯგუფიდან გასვლას ყველა ელოდება.
გულშემატკივრის, გიგი ხურციძის განცხადებით, პირველი მატჩის წარმატება გააძლიერებს როგორც გულშემატკივარს, ასევე ნაკრებს.
“განწყობა ძალიან კარგია. ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ გვასახელებენ ჩვენი ბიჭები გერმანიაში. პირველი თამაში და პირველი მოვლენა ფსიქოლოგიურად აამაღლებს მთლიანად საქართველოს და ნაკრების ბიჭებს“, - ამბობს გიგი ხურციძე.
გულშემატკივარი ნოდარ სორდია, ვარაუდობს, რომ დღევანდელი მატჩი მინიმუმ 2-1 საქართველოს გამარჯვებით დამთავრდება.
“დარწმუნებული ვარ, რომ ჯგუფიდან გავალთ და ორით ერთს მოვიგებთ. აუცილებლად გავიმარჯვებთ. წარმატებები ჩვენს ნაკრებს“, - განაცხადა ნოდარ სორდიამ.