25 ნოემბერი 2024,   07:01
ვრცლად
ავიარეისების ისტორიული მაქსიმუმი - ზაფხულის სეზონზე საქართველოდან 13 600 ფრენა შესრულდება, რაც აქამდე არასოდეს მომხდარა

ზაფხულის სეზონზე საქართველოდან 13,600 ფრენა შესრულდება, რაც აქამდე არასოდეს მომხდარა. რეკორდულია ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების მაჩვენებელიც, მხოლოდ ამ წლის პირველ კვარტალში საქართველომ 300 000 მოგზაურს უმასპინძლა.

მგზავრთა ნაკადისა და ფრენების მაჩვენებელზე მთავრობის სხდომაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ტურიზმიდან შემოსავლების რაოდენობა ბოლო მონაცემებით 808 მილიონი დოლარია, რამაც პანდემიამდელ მაჩვენებელს 40 პროცენტით გადააჭარბა.

ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკის განმსაზღვრელ ფაქტორად საავიაცო პოლიტიკას ასახელებენ. ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი საუბრობს გეოპოლიტიკურ ვითარებაზეც, რომელმაც ტრადიციულ ბაზრებზე კლება გამოიწვია, თუმცა გაჩნდა ახალი ავიაკავშირები.

დღეისთვის არსებული სტატისტიკა წინასწარ გაკეთებული პროგნოზების გამართლებაა ტურიზმის ადმინისტრაციისთვის.

ავიაკომპანიების მხრიდან ახალი განაცხადების განხილვაზე და რეისების გაზრდაზე საუბრობენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

ტურისტთა რაოდენობის ზრდას განსაკუთრებით ელოდება ბიზნეს სექტორი. ჯავშნების მიხედვით მოლოდინები აქვთ სასტუმროს წარმომადგენლებს.

ტენდენციები ტურიზმისა და ავიაციის მიმართულებით შესაბამისი სექტორებისთვის პოზიტიურია, შესაბამისად ყველა რგოლი ახლა ზაფხულის სეზონზე მოგზაურთა ჩამოსვლას ელოდება.

დღის ამბები