"პარლამენტარები ევროპული მომავლისთვის" - ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით, ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების კამპანია დაიწყო. პირველი შეხვედრა ქუთაისში გაიმართა, რომლის მიზანიც ორგანიზატორების თქმით, მოსახლეობასთან ანგარიშვალდებულების გაძლიერებაა.
ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, მათ სურთ აუდიტორიას მიაწოდონ ინფორმაცია, გამჭვირვალობის კანონის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი შედეგების თუ საფრთხეების შესახებ. საპარლამენტო უმრავლესობა, რეგიონებში მიმდინარე შეხვედრებს, წინასაარჩევნო კამპანიად განიხილავს, რომლის წევრებისთვის გაუგებარია პროცესში დამკვირვებელი ორგანიზაციის ჩართულობა.