25 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
უკვე 2300-ზე მე ბავშვს ვუმასპინძლებთ წელს, რაც ორჯერ უფრო მეტი რიცხვია, ვიდრე შარშან იყო - ირაკლი ჩიქოვანი

როდესაც თქვენ აქ გაატარებთ ამ დღეებს, ჩვენ გვექნება საუბრები სამხედრო საქმეზე, გვენება საუბარი ისტორიაზე, იმ ყოველდღიურობაზე, როგორ ცხოვრობს თავდაცვის ძალები, როგორ ვითარდება - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, კოჯორში, “ჯარის ბანაკის“ გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მოხარულია, რომ ახალგაზრდებში დიდი დაინტერესებაა პროექტის მიმართ.

“უკვე 2300-ზე მე ბავშვს ვუმასპინძლებთ წელს, რაც ორჯერ უფრო მეტი რიცხვია, ვიდრე შარშან იყო და ასევე, დისლოკაციის ადგილები გვაქვს საქართველოს მასშტაბით სამ ადგილას. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ახალგაზრდობაში ასეთი გამოხმაურება და დაინტერესებაა ამ პროექტში. როდესაც თქვენ აქ გაატარებთ ამ დღეებს, ჩვენ გვექნება საუბრები სამხედრო საქმეზე, გვენება საუბარი ისტორიაზე, ასევე იმ ყოველდღიურობაზე, როგორ ცხოვრობს თავდაცვის ძალები, როგორ ვითარდება თავდაცვის ძალები. მაგრამ, საპატრიარქოს თანამონაწილეობით, ჩვენ გვექნება საუბარი იმ წმინდანებზე, იმ მხედართმთავრებზე, რომლებსაც უდიდესი როლი ენიჭებათ ჩვენი სახელმწიფოს განვითარებაში,“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

პროექტ “ჯარის ბანაკის“ გახსნის ღონისძიებაზე იმყოფებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გიორგი ამილახვარი, რომელმაც აღნიშნა, რომ წელს არის გამორჩეული წელი.

“წელს გამორჩეული წელია ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით, ბანაკებთან დაკავშირებით, ვინაიდან, გარდა ჯარის ბანაკისა, წელს უკვე წამოვიწყეთ სრულიად ახალი თემატური ბანაკების მიმართულება და პრაქტიკულად გავაორმაგეთ რაოდენობა ე.წ. ანაკლიის და შაორის ბანაკებში. ვფიქრობ, ეს არის სწორი მიდგომა, რომ ჩვენს ახალგაზრდებს რაც შეიძლება მეტი სერვისი შევთავაზოთ,“ - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

პროექტი “ჯარის ბანაკი“ 20-24 დღეს კოჯორში ოფიციალურად გაიხსნა. ბავშვებს და სერჟანტ ინსტრუქტორებს სამწყობრო მოედანზე პრემიერმა, თავდაცვისა და განათლების მინისტრებმა მიმართეს. მათ ჯარის ცხოვრებაში ახალგაზრდების უფრო აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრეს. თავდაცვის სამინისტრომ პროექტი გააფართოვა და კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის პარალელურად, „ჯარის ბანაკები“ საჩხერესა და ახალქალაქში მოაწყო. პროექტს თავდაცვის უწყება განათლების სამინისტროსთან და ახალგაზრდობის სააგენტოსთან ერთად ახორციელებს. მასში მე-10-ე და მე-11-ე კლასების მოსწავლეები მონაწილეობენ.

დღის ამბები