25 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
“ევროპული საქართველო“ საარჩევნო დემოკრატიული ცენტრის შექმნის მიზნით, ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს

“ევროპული საქართველო“ საარჩევნო დემოკრატიული ცენტრის შექმნის მიზნით, ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს. დღეს პარტიამ ბრიფინგი გამართა.

მთავარ მიზნად, ევროატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანება დასახელდა. აქცენტები გაკეთდა 26 ოქტომბრის არჩევნებზე და ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

პარტიის ლიდერებმა პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე ისაუბრეს, გააკრიტიკეს სააკაშვილი და კეზერაშვილი და თქვეს, რომ მნიშვნელოვანია მოქალაქეები ხედავდნენ, რომ “ქართული ოცნების“ ალტერნატივა “ნაციონალური მოძრაობა“ არ არის.

“ალტერნატივა არ არის დღევანდელი “ნაციონალური მოძრაობა“, სააკაშვილის გარემოცვა, ის ძალაა, სადაც თამაშის წესები აშკარად ემსგავსება ივანიშვილის რეჟიმის შიგნით არსებულ პოლიტიკურ ოლიგარქიულ თამაშის წესებს, სადაც ბელადი სააკაშვილი და დონორი კეზერაშვილი თავისი ახირებით წყვეტენ, როდის და ვინ იქნება ლიდერი, როგორ გადაანაცვლონ, რა პოზიცია დაიკავოს ამ პარტიამ. “ევროპული საქართველო“ საჭიროდ ვთვლით, დავიწყოთ კონსულტაციები ყველა იმ პოლიტიკურ ოპოზიციურ პროდასავლურ ძალასთან, რომელიც მკაფიოდ ემიჯნება ამ თამაშის წესებს,“ - აცხადებს ”ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია.

დღის ამბები