25 ნოემბერი 2024,   06:26
ვრცლად
ლევილის ისტორიული მამული ქართული კულტურის ფესტივალს მასპინძლობს

ლევილის ისტორიული მამული, უკვე მეორედ, ქართული კულტურის ფესტივალს მასპინძლობს. მუსიკა, თეატრი, სპორტული ღონისძიებები, ლიტერატურული საღამოები - პროგრამა მრავალფეროვანია, რომელშიც 700-ზე მეტი ხელოვანი და სპორტსმენი მონაწილეობს.

“ქართული ხმების“ მომღერლის, ბადრი ჩიხიაშვილის განცხადებით, მსმენელის წინაშე მათი პოპულარული სიმღერით წარდგებიან, რითაც გაახარებენ, როგორც ქართველ, ასევე ფრანგ მსმენელს.

“საკმაოდ კარგი მსმენელია. მათ შორისაა როგორც ფრანგი, ასევე ქართველი ემიგრანტები. ანსამბლი ჩვენი პოპულარული სიმღერით წარვდგებით, რითაც გავახარებთ ჩვენს მსმენელებს და ფრანგ სტუმრებს“, - განაცხადა ბადრი ჩიხიაშვილმა.

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობის, დევი რეხვიაშვილის განცხადებით, მაყურებლის წინაშე დრამატულ-თოჯინური სინთეზით წარდგებიან.

“მოზარდ მაყურებელთა დასისთვის ძალიან დიდი გამოცდილებაა ასეთ ატმოსფეროში მოხვედრა, ამ სიტუაციაში სპექტაკლის თამაში. დრამატული და თოჯინური სინთეზი გვაქვს, ორივეს შერწყმა დააინტერესებს მაყურებელს. მოხარულები ვართ, რომ ამის შესაძლებლობა გვაქვს და ამას ვაკეთებთ“, - ამბობს დევი რეხვიაშვილმა.

ამბროლაურის სალოტბარო სკოლის მოსწავლის, მარიამ ჯაფარიძის განცხადებით, ქართველი მსმენელი მათი მამულში ყოფნით ბედნიერი იყო.

“აქ ბევრმა გვითხრა, რომ ძალიან უხარიათ ჩვენი ხმების მოსმენა და ბედნიერები ვართ, რომ ჩამოხვედითო. შევასრულეთ სხვადასხვა სიმღერები. ძალიან ვნერვიულობდით, რადგან პირველი გამოსვლა იყო, მაგრამ იმდენად მოეწონათ ჩვენი შესრულება ქართველ მსმენელს, რომ ეს სტრესი მოგვეხსნა“, - განაცხადა მარიამ ჯაფარიძემ.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები