თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მატარებელი ქვეითს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, შუა ხნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “რუსთავი 2-ს“ განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
შემთხვევის შესახებ დამატებითი ინფორმაცია, ჯერჯერობით, უცნობია.