25 ნოემბერი 2024,   06:54
ვრცლად
შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტი დღეს სრულდება

შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტი დღეს სრულდება. სამიტს 100 ქვეყნის დელეგაცია ესწრება, მათ შორის 57 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური მთელი მსოფლიოდან. მიზანი უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი სამშვიდობო პროცესის წამოწყება და შემდგომი ნაბიჯებისთვის ინიციატივების ჩამოყალიბებაა. განხილვის მთავარი თემები, უკრაინაში ბირთვულ საფრთხეები, საკვების უსაფრთხოება და ჰუმანიტარული საჭიროებებია.

შვეიცარიაშია, ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტიც, რომელიც სამიტზე ათ პუნქტიანი გეგმით ჩავიდა.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია წინ წავიდეს, მოლაპარაკება აწარმოოს რათა დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და უზრუნველყოს სამართლიანი მშვიდობა, რომელსაც უკრაინის ხალხი იმსახურებს.


“ამ სამიტმა განსაზღვრა, თუ როგორ გამოიყურება სამართლიანი სამყაროს ძირითადი ხასიათი, ძირითადი საფუძველი, კერძოდ, გაეროს ქარტიის პრინციპები, საერთაშორისო სამართლის პრინციპები, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კონცეფცია და ძირითადი წინადადება, რომ არცერთ ერს არ უნდა მიეცეს უფლება დაიპყროს სხვა ერი. უკრაინას შეუძლია წინ წავიდეს, მოლაპარაკება აწარმოოს რათა დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და უზრუნველყოს სამართლიანი მშვიდობა, რომელსაც უკრაინის ხალხი იმსახურებს.

და ამის მიღმაც, დღეს სამუშაო ჯგუფებმა ბიძგი მისცეს იმ პრაქტიკულ ნაბიჯებს, რომლებიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა გადავდგათ სასურსათო უსაფრთხოების, ბირთვული უსაფრთხოების და, რა თქმა უნდა, გატაცებული ბავშვების დაბრუნებისა და ამ ბავშვების გატაცების ამაზრზენი აქტის სფეროებში. ეს ბავშვები უნდა დაბრუნდნენ სახლებში. მშვიდობის ხედვა, რომელიც დღეს აქ წამოაყენეს ამდენი სხვადასხვა ქვეყნიდან, ეფუძნება პრინციპებს, რომლებსაც ჩვენ ყველანი ვიზიარებდით. ჩვენ ყველას გვსურს ვიცხოვროთ სამყაროში, რომელიც იმართება ამ პრინციპებით, რადგან ისინი ყველას უსაფრთხოდ გვიცავენ. ეს არის ჩვენი წინსვლის სწორი ხედვა. და ამიტომ ეს სამიტი, ჩვენი გადმოსახედიდან, მნიშვნელოვანი ეტაპია სამართლიანი სამყაროსკენ მიმავალ გზაზე. ამერიკის შეერთებული შტატები ამაყად გაივლის უკრაინასთან ერთად ამ გზაზე მანამ, სანამ უკრაინა, ტრიუმფი და მშვიდობა არ გაიმარჯვებს“, - განაცხადა სალივანმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი სამიტის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.

“მნიშვნელოვანია, რომ სამიტის ყველა მონაწილემ მხარი დაუჭირა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, რადგან ტერიტორიული მთლიანობის გარეშე არ იქნება ხანგრძლივი მშვიდობა. სამი გამოწვევა დეტალურად იქნა გაანალიზებული სამიტზე. ბირთვული, სურსათის უსაფრთხოება და ტყვეების გათავისუფლება, მათ შორისა, ათასობით, ათასობით ბავშვი, რომლებიც რუსეთმა გაიტაცა. ახლა, სამიტის შემდეგ, ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას უფრო ტექნიკურ დონეზე, მრჩევლების და მინისტრების დონეზე სპეციალური შეხვედრების ფორმატში.

ჩვენ შევთანხმდით, რომ დავიწყოთ მუშაობა სამიტის შემდეგ სპეციალური ჯგუფებში კონკრეტულ იდეებზე, წინადადებებსა და განვითარებებზე, რომლებსაც შეუძლიათ უსაფრთხოების აღდგენა სხვადასხვა ასპექტში, ისევე, როგორც ეს მუშაობდა საკონსულტაციო დონეზე პირველი სამშვიდობო სამიტის მომზადების დროს. ჩვენ უკვე გვაქვს წინასწარი შეთანხმებები რამდენიმე ქვეყანასთან. ჩვენ ვიწვევთ ყველა ქვეყანას, რომლებიც აღიარებენ გაეროს ქარტიის სავალდებულო ხასიათს, როგორც ხალხებს შორის თანამშრომლობის საფუძველს, მონაწილეობა მიიღონ ჯგუფებში და გამოხატონ თავიანთი იდეები და წინადადებები. დარწმუნებული ვარ, ერთად მივიღებთ შედეგს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები