ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით, ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში, ყოველდღიური “ტაქტიკური პაუზები“ ამოქმედდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სამხრეთ ღაზაში, “სამხედრო მოქმედებების ტაქტიკური პაუზა“ ყოველ დღე, 08:00 საათიდან 19:00 საათამდე იმოქმედებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განმარტებით, ისრაელმა ღაზის სექტორის სამხრეთში “ტაქტიკური პაუზები“ გუშინ დაიწყო.