25 ნოემბერი 2024,   07:01
ვრცლად
წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია დაიწყო

ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია დაიწყო. ინფრასტრუქტურული სამუშაოები გზატკეცილის 6 ნომრიდან, ახალ საავტომობილო ხიდამდე ხორციელდება. აღნიშნულ მონაკვეთში მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა, გადაადგილების ნებართვა კი გაიცემა მხოლოდ რეაბილიტაციის არეალში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომლებიც გადაადგილებას სპეციალური საშვებით შეძლებენ.

სამუშაოების მიმდინარეობას, ადგილზე გაეცნო დედაქალაქის მერი, მის მოადგილესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გზა ორმხრივად ჩაეკეტათ, რათა დროულად მოხდეს სამუშაოების დასრულება.

“ბაგების არეალი, რომელიც იყო მძიმე მდგომარეობაში იმ თვალსაზრისით, რომ ყოველთვის პრობლემა იყო მიწისქვეშა კომუნიკაცია, GWP-ის ქსელები, ასევე პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ ტროტუარები არ არსებობდა, საპარკინგე სივრცეები ქაოსური იყო. გვინდა, რომ მოვაწესრიგოთ.

5000 ავტომობილზე საშვი გაცემულია, ტაქსებისთვის შემოსვლა შესაძლებელი იქნება. ეს გზა იმიტომ არის ჩაკეტილი, რომ ძალიან ვიწროა და სამუშაოების უსაფროებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ფორმით ვიმუშაოთ, რათა დროულად დავამთავროთ სამუშაოები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები