25 ნოემბერი 2024,   06:28
ვრცლად
დაზიანებული სახლები, ვენახები და სახნავ-სათესი სავარგულები - ცაგერში სტიქიამ 12 სოფელი დააზარალა

დილით მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ, ცაგერის 12 სოფელში მოსახლეობას საცხოვრებელი სახლები, ვენახები და სახნავ-სათესი სავარგულები დაუზიანა.

ადგილობრივების თქმით, სტიქიას ძლიერი ქარი ახლდა. მათივე თქმით, ძლიერი სეტყვა, დაახლოებით, 5 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფლებში, დილიდან იმყოფებიან და მოსახლეობას ხვდებიან ადგილობრივი ხელისუფლების და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

ცაგერის მერიაში უკვე შეიქმნა კომისია, რომელიც სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლის.

დღის ამბები