25 ნოემბერი 2024,   06:56
ვრცლად
ქართული ჰანგები შუაგულ ევროპაში კიდევ ერთხელ აჟღერდა - საფრანგეთი ლევილის ფესტივალის მასპინძელია

ქართული ჰანგები შუაგულ ევროპაში კიდევ ერთხელ აჟღერდა. საფრანგეთი, კონკრეტულად კი ლევილი, ფესტივალის მასპინძელია - ქართული ხელოვნებისა და სპორტის ღონისძიებების, რომელიც ყოველ შაბათ-კვირას ისტორიული მამულის მიწაზე იმართება.

პროგრამა მუდმივად დატვირთულია. დღეს ლევილის მამული მოზარდ მაყურებელთა თეატრს მასპინძლობს. სამსახიობო დასმა დამსწრე საზოგადოებას უილიამ შექსპირის "ოტელო" შესთავაზა.

ფესტივალის პროგრამა დატვირთულია ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ნომრებითაც. ლევილმა უმასპინძლა კონცერტსაც, საქართველოს სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით.

ლევილში მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ენახათ პარიზში მცხოვრები ფერმწერის, მერაბ ბულისკირიას ნამუშევრები.

ლევილის ისტორიული მამული ქართული ხელოვნებისა და სპორტის ფესტივალს მეორედ მასპინძლობს. წლევანდელი პროგრამის სიახლეა სპორტული ღონისძიებები და მასტერკლასები, რომლებშიც მონაწილეობას სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები მიიღებენ.

ფესტივალი 24 მაისს გაიხსნა და 14 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. თითქმის ორთვიან ფესტივალში მონაწილეობას 700-ზე მეტი ხელოვანი და სპორტსმენი იღებს.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე. 

დღის ამბები