25 ნოემბერი 2024,   07:07
ვრცლად
კუკიის დასახლებაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ კუკიის დასახლებაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეუფარდა.

ადვოკატებმა დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ბრალდების მხარემ სხდომაზე იმ მტკიცებულებებზე ისაუბრა, რომელიც საქმეში დევს, მათ შორის - თვითმხილველების ჩვენებებზე.

საქმე ეხება, 13 ივნისს, თბილისში, მომხდარ დანაშაულს. ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკებისას, დაზარალებულს, სხეულის სხვადასხვა არეში, დანით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. შედეგად, დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

დღის ამბები