25 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ფორმატი შეათანხმეს

ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ფორმატი შეათანხმეს. ინფორმაცია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ბელგიის წარმომადგენლობამ გაავრცელა.

მომდევნო ეტაპი - მთავრობათაშორისი კონფერენცია 25 ივნისს გაიმართება.

მოლაპარაკებების ჩარჩო ფორმატის შეთანხმებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და ევროკომისიის პრეზიდენტი გამოეხმაურნენ. ურსულა ფონ დერ ლაიენმა გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი უწოდა.

დღის ამბები