საქართველოს თავდაცვის ძალები 15 ივნისს სამხედრო პოლიციის დღეს აღნიშნავს. სამხედრო პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა თავდაცვის მინისტრმა. ღონისძიება ორხევში, სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთის ბატალიონის ბაზაზე გაიმართა.
ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ, ქვეყნის პარტნიორების მხარდაჭერით, საერთო ძალისხმევით, დაგროვილი გამოცდილებითა და განხორციელებული რეფორმებით, სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფი ნატოსთან თავსებად სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს.
საზეიმო ღონისძიებაზე პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა.