25 ნოემბერი 2024,   07:02
ვრცლად
"ცოტა ხანს მაინც გაჩერდით, გვაყურებინეთ სამშაბათს ეს თამაში და ნუ შეგვჭამეთ ამ თქვენი პოლიტიკური მაიმუნობებით და მამაძაღლობებით" - გიორგი ვაშაძე მმართველი გუნდის წევრებს

ვის არ ერგო ღირსების ორდენი ისტორიული გამარჯვებისთვის - ირკვევა, რომ სალომე ზურაბიშვილმა, წარდგენილი 53 მონაწილიდან, ჯილდოს ღირსად ყველა არ მიიჩნია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული სიის მიხედვით, ცნობილი ხდება, რომ ჩამონათვალიდან ამოღებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის - ფედერაციის ვიცე პრეზიდენტები, მწვრთნელებისა და პერსონალის ნაწილი, ასევე - ტექნიკური დირექტორი. მათი სახელები და გვარები პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაგზავნილ წერილში წერია, თუმცა არ წერია პრეზიდენტის განკარგულებაში.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ საკითხთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა მიაჩნიათ, რომ ახლა ფეხბურთის გარშემო პოლიტიკური განცხადებები პროცესისთვის საზიანოა.

ოპოზიციის ერთი ნაწილი კი ამბობს, რომ ღირსების ორდენი არ უნდა გაუფასურდეს.

"ცოტა ხანს მაინც გაჩერდით, გვაყურებინეთ სამშაბათს ეს თამაში და ნუ შეგვჭამეთ ამ თქვენი პოლიტიკური მაიმუნობებით და მამაძაღლობებით. გვაგულშემატკივრეთ ჩვენს გუნდს, ფეხბურთი მაინც შეგვარგეთ,"- აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.

 

დღის ამბები