6-თვიანი პაუზის შემდეგ, ქეით მიდლტონი საჯაროდ პირველად გამოჩნდა. უელსის პრინცესა ბრიტანეთის მეფის ჩარლზ III-ის დაბადების დღეს ესწრება. ქეითი ბუკინგემის სასახლესთან შეკრებილ ხალხს აივნიდან მიესალმა.
2024 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ უელსის პრინცესა სიმსივნეს ებრძვის. მიდლტონმა, პირველ გამოჩენამდე, საზოგადოებას სიმსივნესთან ბრძოლის შედეგები და სირთულეები გაუზიარა. მისი თქმით, მკურნალობა ჯერ კიდევ გრძელდება და პროცესის დასრულებამდე კიდევ რამდენიმე თვეა საჭირო.