სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. სენაკის ცენტრალური სტადიონის მიმდებარედ ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო მოედნის მშენებლობის პროცესი დასრულდა.
სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული და სენაკის მერი გაეცნენ.
სენაკის მუნიციპალიტეტში ასევე დასრულდა მინი სპორტული მოედნების მოწყობა თეკლათისა და ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულებში.