განათლების სამინისტროს ორგანიზებით, ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის ფარგლებში, კონფერენცია "ფოკუსი ჰორიზონტი ევროპაზე" ჩატარდა. ღონისძიებაში ქართველი და უცხოელი მკვლევრები მონაწილეობდნენ. განიხილეს ერთობლივი სამეცნიერო კვლევები და მეცნიერების სფეროში არსებული გამოწვევები. დასახეს სამომავლო პერსპექტივები.