25 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
უკრაინაში მიმდინარე ომისა და პუტინის მუქარების ფონზე, ბერლინმა საკუთარი სამხედრო კონცეფცია თავდაყირა დააყენა - ქვეყანა, რომელიც იარაღსაც კი შეზღუდული რაოდენობით აწარმოებდა, ახლა სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენას იწყებს

ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის პარალელურად გერმანია შესაძლო სამხედრო კონფლიქტისთვის ემზადება - უკრაინაში მიმდინარე ომისა და პუტინის მუქარების ფონზე, ბერლინმა საკუთარი სამხედრო კონცეფცია თავდაყირა დააყენა. ქვეყანა, რომელიც იარაღსაც კი შეზღუდული რაოდენობით აწარმოებდა, ახლა სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენას იწყებს.

ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ახალი მოდელი თანაბრად შეეხება თუ არა ქალებს, თუმცა ცნობილია ბუნდესვერის თავდაცვის გეგმის გადახედვის მიზეზი: იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი ნატოს ქვეყნებს თავს დაესხმება!

2011 წლიდან გერმანიის ფედერაციაში სამხედრო სამსახური ნებაყოფლობითი იყო. მსოფლიოში გაზრდილი საფრთხეების ფონზე კი, ბუნდესვერი სავალდებულო წესით 40 ათასი ჯარისკაცის დამატებას გეგმავს. ახალი სტრატეგია მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის გეგმასა და, საჭიროების შემთხვევაში, მეტროპოლიტენებისა და მიწისქვეშა ავტოსადგომების თავშესაფრებად გადაკეთებასაც ითვალისწინებს.

"გარდამტეხი წერტილი" - ესაა გერმანიის თავდაცვის ახალი დოქტრინის კოდური სახელწოდება, რომლითაც ბერლინი რუსეთთან ომის შემთხვევაში იმოქმედებს. პუტინის არაპროგნოზირებადი პოლიტიკის გამო, მზადება დაიწყეს ნატოს სხვა წევრმა ქვეყნებმაც.

გერმანია რუსეთთან შესაძლო ომისთვის ემზადება. მზადაა "ბუდესფერის" მიერ შემუშავებული ქვეყნის თავდაცვის გეგმა. მთავრობის მიერ წარდგენილ დოკუმენტში გაწერილია ზომები, რომელიც სამხედრო კონფლიქტის დროს იქნება მიღებული. ომის დაწყების შემთხვევაში, გერმანია "ნატო"-ს ჯარებს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში გადაისვრის, სადაც მოკავშირეები, "ბუნდესფერი"-ს სამხედროებს შეუერთდებიან. მიწისქვეშა ავტოსადგომები, მეტროპოლიტენები და სარდაფები ბუნკერის ფუნქციას შეასრულებენ. გეგმის მიხედვით, განსაზღვრულია რეგიონებიდან მოსახლეობის საგანგებო ევაკუაციის მარშრუტებიც.

ომის შემთხვევაში, წვევამდელი ასაკის პირებისთვის ჯარში სამსახური სავალდებულო ხდება. "ბუნდესფერი"-ს ხელმძღვანელი არც ამაზე ჩერდება, პისტორიუსი გერმანიაში სამხედრო სავალდებულო სამსახურს აღდგენას გეგმავს. 18 წლის ასაკიდან 400 ათას გერმანელს სპეციალური კითხვარი გადაეგზავნება, საჭირო ინფორმაციის დამუშავების შემდეგ, 40 000 ახალგაზრდას ჯარში სავალდებულო წესით გაიწვევენ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "როიტერი" წერს.

"გარდამტეხი წერტილი" - ასე ჰქვია გერმანიის თავდაცვის ახალ სტრატეგიას, რომელიც გერმანიამ უკრაინაში რუსეთის ომის პარალელურად დაგეგმა და ქვეყნის თავდაცვის საომარ მზადყოფნაში მოყვანას ითვალისწინებს. პისტორიუსის გადაწყვეტილებებს გერმანელმა ახალგაზრდებმაც უპასუხეს.

ევროპა რუსეთთან შესაძლო ომისთვის ემზადება. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი "ნატო"-ს წევრ რომელიმე სახელმწიფოს თავს დაესხმება, ალიანსი უკვე შემუშავებულ სამხედრო გეგმას აამოქმედებს. კონტინენტზე სამხედრო სწავლებები და თავდაცვის უწყებების რეფორმები პუტინის მუქარების ფონზე მიმდინარეობს.

ალიანსის წევრი 31 სახელმწიფო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს ევროპის უშიშროების მთავარ საფრთხედ მიიჩნევენ. ამასთან ერთად, ალიანსის ქვეყნები აგრესორ სახელმწიფოსთან პირდაპირ კონფრონტაციას თავს არიდებენ. თუ რუსეთი "ნატო"-ს რომელიმე სახელმწიფოს თავს დაესხმება, ამოქმედდება მეხუთე მუხლი.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები