25 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
ხანძრის შედეგად დაღუპული 45 ინდოელი მუშის ცხედარი ქუვეითიდან სამშობლოში ჩაასვენეს

ხანძრის შედეგად დაღუპული 45 მუშის ცხედარი ქუვეითიდან ინდოეთში ჩაასვენეს, - ამის შესახებ BBC წერს.

ხანძარი ორი დღის წინ, 6-სართულიან შენობაში გაჩნდა, სადაც უცხოელი მუშები ცხოვრობდნენ. მედიის ცნობით, ის პირველ სართულზე, დაცვის ოთახში, მოკლე ჩართვამ გამოიწვია. ცეცხლი მალევე გავრცელდა, რადგან ოთახების გასატიხრად მარტივად აალებადი მასალა იყო გამოყენებული. საქმეზე რამდენიმე პირია დაკავებული. დაღუპულთა ოჯახებს ინდოეთის ხელისუფლება კომპენსაციას დაჰპირდა.

ქუვეითის ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძარს სულ 50 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის - 45 ინდოეთიდან და 3 ფილიპინებიდან. ორი ცხედრის იდენტიფიცირება ჯერ ვერ მოხერხდა. ხანძრის შედეგად დაშავდა ათობით მუშა, უმეტესობა - ინდოელი.

ქუვეითი უცხოელი მუშების სიმრავლით გამოირჩევა. უცხო ქვეყნებიდან ჩასული ადამიანები, ძირითადად, სამშენებლო სექტორში საქმდებიან.

დღის ამბები