პრეზიდენტის მიერ "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებზე ვეტოს დადებას ოპოზიციის წარმომადგენლები მიესალმებიან. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი ვეტოს დაძლევის სხვა მექანიზმის შემოღებაზე საუბრობს და არა უბრალო უმრავლესობით.
"ვეტო რომ ედება პრეზიდენტის მხრიდან, პარლამენტს მისი დაძლევა უნდა შეეძლოს სხვა კვორუმით და არა უბრალო უმრავლესობით. როგორც მინიმუმ 2/3 უნდა იყოს, რომ რაღაც დონის კონსენსუსი შედგა საკანონმდებლო ორგანოში, რომ ვეტო დაიძლიოს. თორემ მაშინ რა აზრი აქვს ვეტოს ინსტიტუტის არსებობას?“- ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.
განცხადება გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრმა, ჰერმან საბომ.
"გასაგებია ქალბატონი სალომეს ვეტო, მაგრამ თან ცოტა ნიჰილისტურად ვარ განწყობილი. თუ არჩევნები გაყალბდა, ამას ცესკოში გადაწყვეტილების მიღების წესი დიდად არაფერს არ შეცვლის,“ - ამბობს ჰერმან საბო.