პრეზიდენტის მიერ "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებზე ვეტოს დადებას, გურამ მაჭარაშვილი ეხმაურება. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ვეტოს იყენებს მაშინ, როცა ამას დაავალებენ.
"სალომე ზურაბიშვილი გადაიქცა "ვეტო ვუმენად" და ამიტომ ახლა სურვილი აქვს, რომ ის იყოს პოლიტიკურ ზედაპირზე. ეს ადამიანი რომელმაც დაარღვია ფიცი, დაარღვია კონსტიტუცია, უღალატა საკუთარ ამომრჩეველს, უღალატა ქვეყანას და ახლა ვინც აგინებდა, იმ ხალხს თვითონ იწყალებს და იმ ხალხთან დგება პოლიტიკაში, ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ ამ ვეტოს ხმალივით იყენებს როცა უნდა, როგორც ეტყვიან.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დენიელსონი, ევროკავშირის წარმომადგენელი, რომელიც იყო საქართველოში, ამბობდა, რომ თუ არსებობს დაბლოკვის მექანიზმი ოპოზიციის მხრიდან, საუბარია მაღალკვალიფიციური უმრავლესობით მიღებულ გადაწყვეტილებაზე, 2/3-ზე, რაც ჩვენ შევცვალეთ, მაშინ იქვე უნდა არსებობდეს ე.წ. განბლოკვის მექანიზმი," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.