25 ნოემბერი 2024,   06:24
ვრცლად
პოლიტიკური განცხადებები თბილისის საკრებულოს სხდომაზე - დეპუტატებმა თამარაშვილის ქუჩაზე დაგეგმილ მშენებლობაზე ისაუბრეს

თბილისის საკრებულოს სხდომა, რომელსაც ოპოზიცია არ ესწრება, პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა. დეპუტატები ბოიკოტს განაგრძობენ.

სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორისაა თამარაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე "ვისოლი ჯგუფის" მიერ დაგეგმილი მშენებლობა, რის შესახებაც დილით საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განცხადება გააკეთეს და კომპლექსის მშენებლობა გააპროტესტეს.

საპასუხო კომენტარები "ქართული ოცნების" წევრებმა სხდომაზეც გააკეთეს. მათი თქმით, კორპუსები არა პარკის ტერიტორიაზე, არამედ მის მიმდებარედ შენდება და რეკრეაციულ სივრცეს საფრთხეს არ უქმნის.

დღის ამბები