რომის პაპი ფანცისკე, ვატიკანში, შეხვდა 100-ზე მეტ კომიკოსს მთელი მსოფლიოდან, მათ შორის - ჯიმი ფელონს, კონან ო’ბრაიენს, სილვიო ორლანდოს, კრის როკსა და ვუპი გოლდბერგს, - ამის შესახებ BBC წერს.
რომის პაპის განცხადებით, კომიკოსებს აქვთ "ძალა, გაავრცელონ სიმშვიდე, უშფოთველობა და ღიმილი" სამყაროში, სადაც ადამიანები ჩაფლულნი არიან "სოციალურ და პირად საკითხებთან დაკავშირებულ მრავალ სირთულეში".
რომის პაპის თქმით, "კომიკოსები ადამიანებს აერთიანებენ, რადგან სიცილი გადამდებია".
პაპმა 15 სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ 107 კომიკოსს სიტყვით მიმართა. კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა სტუმრებს სთხოვა, საკუთარი ხუმრობებით, მორწმუნეთა რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებენ.
"რა თქმა უნდა, ღმერთზე სიცილიც შეგიძლიათ და ეს არ არის ღვთისგმობა", - უთხრა მან სტუმრებს და დასძინა, რომ "ეს შეიძლება გაკეთდეს მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გარეშე".